პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე დეპუტატები და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ,, დელტას“ საქმის შესახებ მსჯელობენ.
რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ,,დელტას” ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან მოხსნა. მიზეზად კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არაეფექტურობა დასახელდა.
“სანამ შიდა შემოწმება ჩატარდება გენინსპექციის მიერ, ჩვენ გვინდა რომ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში სიტუაციაში გავერკვეთ. გვქონდეს ინფორმაცია ეს არის არა უბრალოდ ჩვენი უფლება არამედ ერთგვარი ვალდებულებაც და თავისთავად ცხადია ყველაფერი შემდგომ მინისტრზე არის დამოკიდებული. აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, შარშან ამ სისტემამ ძალიან კარგად იმუშავა და მნიშვნელოვანი ზარალი ააცილა ქვეყანას და გლეხებს, ამიტომ ეს საქმე არის ჩვენთვის პრიორიტეტული“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.