ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო-ს ივლისის სამიტი გარდამტეხი იქნება.
მისი თქმით, უნდა გაძლიერდეს ნატო-ს ყოფნა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში,
„ნატო-ს ივლისის სამიტი გარდამტეხი იქნება. ნატო საკვანძო გადაწყვეტილებებს მიიღებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ადაპტაცია ახალ სიტუაციასთან, უსაფრთხოების სფეროში.. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ნატო-ს ყოფნა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ეს იქნება მრავალეროვანი ყოფნა. ამ გზით, ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირებთ, რომ თავდასხმა ერთ ქვეყანაზე იქნება თავდასხმა მთელ ნატო-ზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.