დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ კემერონის განცხადებით, ახლო მომავალში თურქეთის ევროკავშირში გაწვევრიანების შესაძლებლობა ნულის ტოლია. ამის შესახებ ,,ბიბისი“ ,,ATV“-ზე დაყრდნობით წერს.
,,მათ გააკეთეს განაცხადი 1987 წელს. პროგრესის მიმდინარე ტემპებით, თურქეთი ევროკავშირში ალბათ, 3000 წლისთვის გაწევრიანდება“, - განაცხადა კემერონმა.
მარტის დასაწყისში თურქეთმა და ევროკავშირმა გააფორმეს პირობითი შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, შეთანხმების თანახმად, თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 72 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.