ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, მოშე იალონის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებებმა და მასში რწმენის დაკარგვამ.
"მე მთავრობასა და ქნესეთს ვტოვებ და პოლიტიკურ კარიერაში შესვენებას ვაპირებს, - ნათქვამია იალონის განცხადებაში.
ისრაელის მედიაში არ გამორიცხავენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსე იალონს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა შესთავაზოს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი პარტიის “ჩვენი სახლი ისრაელის” თავმჯდომარეს ავიგდორ ლიბერმანს სავარაუდოდ თავდაცვის მინისტრად დანიშნავს.