საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ აცხადებს, რომ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავაშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში სრულყოფილი და გამორჩეული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვები არსებობს, არა პროკურატურის, არამედ კანონების მიმართ, რომელიც პარლამენტის საქმეა.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა პროკურატურასთან. აღსანიშნავია მათი მეთოდოლოგია და ეს კარგი ნიშანია, რადგან ისინი ყურადღებით იცავენ სამართლებრივ პროცედურებს. ყველაზე მეტი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, კანონებს ეხება, რომელიც არა პროკურატურის, არამედ პარლამენტის საქმეა, თუ როგორ ხდება კანონის ინტერპრეტაცია და ასევე სისტემას, რომელმაც დახმარება უნდა აღმოუჩინოს პროკურატურას“,-აღნიშნა ლაჰიუმ.
ე.წ. კაბელების საქმეზე მთავარ პროკურატურაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.