,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ახალი სახეები არ ნიშნავს უცხო ადამიანებს. ენმ-ის საარჩევნო სიასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებზე საუბრისას გაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში პოლიტიკური გუნდის სახელით შეუძლებელია აღმოჩდნენ ის ადამიანები, რომლებსაც არ იცნობენ.
,,დისკუსიებს ვუსმენდი სხვადასხვა არხზე, რომ ეს რა ახალი სახეებია, ამათ ხომ ყველას ვიცნობთ. ჰგონიათ, რომ პარლამენტში პოლიტიკური გუნდის სახელით უნდა აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობთ, რომელთა ღირებულებები, პოზიციები უცნობია, ესენი ხომ ისედაც ასოცირებული იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთანო. აბა, ჩვენი პარტიის სიაში ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ხომ არ იქნებიან, რა თქმა უნდა, იქნებიან ისინი, ვინც ასოცირდებიან პროატლანტიკურ, პრო-NATO-ურ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკურ, სწორ საზოგადოებრივ ღირებულებებთან. ჩვენი ამოცანაა, ასეთი ხალხი მოვიზიდოთ. ეს არის განახლება იმ მხრივ, რომ ადამიანებს, ვინც საზოგადოებაში ამ დისკურსს ქმნიან, აქვთ მზაობა, მოვიდნენ პარტიაში და პარტიას აქვს მზაობა, მოვიდნენ ისინი», - აცხადებს გოკა გაბაშვილი.