ბრიუსელში ნატო-ს შტაბ ბინაში ხელი მოეწერა პროტიკოლს მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მონტენეგროს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა მილო ჯუკანოვიჩმა მოაწერა. ალიანსში ამ ნაბიჯს ისტორიულს უწოდებენ.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრთან
ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება „მკაფიო სიგნალია, რომ ნატო-ს კარი კვლავ ღიაა პარტნიორებისთვის, რომლებიც ალიანსის ფასეულობებს იზიარებენ“.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მონტენეგრო ნატო-ს სხდომებს დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით დაესწრება, სანამ ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა არ მოახდენს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირებას. მონტენეგრო ალბანეთსა და ხორვატიასთან ერთად დასავლეთ ბალკანეთის რიგით მესამე ქვეყანა გახდება, რომელიც ნატო-ში გაწევრიანდება.