საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს კამენოსმა განაცხადა, რომ გაუჩინარებამდე ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა რამდენიმე მკვეთრი მანევრი გააკეთა და დაშვება დაიწყო.
“03:39 საათზე ავიალაინერი კუნძულების კასოსისა და კარპატოსისგან სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით იმყოფებოდა. ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე მან მანევრების კეთება დაიწყო, კერძოდ: მარცხნივ 90 გრადუსით, შემდეგ 360 გრადუსით მარჯვნივ, შემდეგ 11 ათასი კილომეტრის სიმაღლიდან 3 ათას კილომეტრის სიმაღლემდე დაეშვა, რის შემდეგაც გაუჩინარდა”, - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.
EgyptAir-ის ბორტზე 56 მგზავრი და ეკიპაჟს 10 წევრი იმყოფებოდა.