საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებაზე საუბარი ნაადრევია.
მისი თქმით, მხარეების ჯერ შესაძლებლობა აქვთ გადაწყვეტილება ზედა ინსტანციებში გაასაჩივრონ.
„მხარეებს აქვთ გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების შესაძლებლობა და შესაბამისად ნამდვილად ვერ გავაკეთებ იმის შესახებ განცხადებას, პრეზიდენტი გამოიყენებს თუ არა შეწყალების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაზეც ბრალდების მხარე საუბრობს, სიმართლეც რომ იყოს, ფიზიკურად არ შეეძლოთ ბრალდებულებს იმ დანაშაულის ჩადენა, რა დანაშაულის ჩადენასაც ბრალდების მხარე მათ აბრალებს“,-განაცხდა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს 14 მაისს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულ საკითხზე ,,თავისუფალი დემოკრატები“ ქუჩის აქციებს გეგმავენ.