24 მაისს , 16 საათზე, გამოვლინდება „ბილაინის" იღბლიანი აბონენტების ვინაობა, რომლებიც ლეგენდარული როკ ჯგუფის "DEEP PURPLE" კონცერტს ერევანში დაესწრებიან.
კონცერტი 25 მაისს ქალაქ ერევანში გაიმართება და მასზე მოხვედრის საშუალება "ბილაინის" 14 აბონენტს ექნება.
მუსიკალურ ვიქტორინაში გამარჯვებულები , დაჯილდოვდებიან კონცერტზე დასასწრები ორი ბილეთით, უზრუნველყოფილი იქნება გზის და სასტუმროს ხარჯებით.
მუსიკალურ ვიქტორინაში მონაწილეობის მსურველებს უნდა გამოეგზავნათ სიტყვა YES ნომერზე 5555, რის შემდეგაც ისინი მიიღებენ კითხვებს და სავარაუდო პასუხებს.
სწორი პასუხის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს ერთ ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში აბონენტს ქულა არ დააკლდება.
"ბილაინის" გათამაშება 14 აპრილს დაიწყო და მასში მონაწილეობა ათი ათასზე მეტმა აბონენტმა მიიღო.
ლეგენდარული როკ ჯგუფის "DEEP PURPLE" კონცერტი ამიერკავკასიაში გამორჩეული მოვლენაა, არა მხოლოდ როკის მოყვარულებისთვის, არამედ ნებისმიერი მელომანისთვის.
"ბილაინში" მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მუსიკალურ დღესასწაულზე დასწრების შანსი მიგვეცა ჩვენი აბონენტებისთვის, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება",- განაცხადა "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.
"DEEP PURPLE" 1967 წელს დაარსდა. ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მუსიკალური დისკი აქვს გაყიდული.