დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ხვალ, საკრებულოში საინტერესო მოხსენებით წარდგება და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
,,გპირდებით, რომ ხვალ, ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება საკრებულოში, სადაც ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რაზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
თბილისის მერი საკრებულოში ხვალ, უმრავლესობის მოთხოვნით წარსდგება.