,,ქართული ოცნების“ წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ ,,რუსთავი 2“ - თან საუბრობს. მისი თქმით, ივანიშვილს ,,ქართული ოცნების“ ყრილობის დაწყებამდე შეხვდა და მეტისმეტად ოპტიმისტური ეჩვენება მისი მოსაზრება ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით.
“მეტისმეტად ოპტიმისტურია ბატონი პრემიერის და ყოფილი პრემიერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის, იმედები, რომ ჩვენ გავერთიანდებით და შევალთ ნატოში. არ ვიცი, რას ემყარება ეს ოპტიმიზმი. ამისათვის მე გუშინ შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყრილობის დაწყებამდე. მისგან მოვისმინე ის არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვერ მოვისმინე არგუმენტები და დავრჩი ჩემს აზრზე. მე კიდევ შევხვდები ბატონ კვირიკაშვილს და არ შეუქმნი მათ დისკომფორტს იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც უნდა მიიღოს პარლამენტმა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მყიფე უმრავლესობა გვაქვს,“ - განაცხადა მეჭიაურმა.