,,ბოლო პერიოდში ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ეჭვქვეშ აყენებდა ამ ინსტიტუციის დამოუკიდებლობის ხარისხსს”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ბოლო პერიოდში ვნახეთ არაერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ის პიროვნებები, ვინც იქ მუშაობენ, იყვნენ დანიშნული წინა პერიოდის განმავლობაში, წინა ადმინისტრაციის პერიოდში. ჩვენ არ ვიყენებთ იმ მეთოდებს, რა მეთოდებსაც იყენებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, კომპრომატებით როგორ მართავდნენ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს. არ მინდა, ნეგატივში წავიყვანო ჩვენი საუბარი, მაგრამ ამაზე თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს, გადახედოს ჩვენ განვლილ ცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს, მისი განმარტებით, ის განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მისი მიღება იყო სასწრაფო.
„ვენეციის კომისიაში ცვლილებები შეიძლება, შემდეგ გაიგზავნოს. ვენეციის კომისიაში გაგზავნის შემთხვევაში შესაძლოა, რომ 2-3 თვე დასჭირვებოდა ამას. მოგეხსნებათ, რომ რამდენიმე კვირაში იწყება საარჩევნო კამპანია იწყება. ზუსტად იმიტომ იყო საჭირო ცვლილებების მიღება, რომ ეს არის ძალიან პრინციპული ცვლილებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ცვლილებები გამორიცხავს, რომ გარედან ვინმემ ერთ და ორ ადამიანზე ზეგავლენით კვორუმზე მოახდინოს ზეგავლენა“, - განაცხადა პრემიერმა.