პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ,,რესპუბლიკელი“ მინისტრების შემცველელბი შერჩული ჰყავს. როგორც პრემიერმა ,,იმედის“ ეთერში განაცხადა, იმ შემთხვევაში თუკი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი სამი მინისტრი არჩევნებამდე თანამდებობებს დატოვებს, არასერიოზული იქნებოდა, რომ სავარაუდო კანდიდატურები არ ჰყავდეს.
“მე რომ ვთქვა, არ მყავს შერჩეული სავარაუდო კანდიდატურები, არასერიოზული იქნება, რადგან ვიცი ზუსტად, რომ მოსალოდნელია მათი წასვლა. თუმცა, მათ არ უსაუბრიათ ზუსტად, წავლენ თუ არა არჩევნებამდე. მიუხედავად ამისა, ჩემი მოვალეობაა, ვიფიქრო და რა თქმა უნდა მყავს გარკვეული კანდიდატურების ჩამონათვალი. არიან მინისტრები, რომლებთან დაკავშირებითაც მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, არიან მინისტრები, რომლებთან მუშაობაც საჭიროა, თუმცა დღეს ნუ დამააანონსებინებთ. კიდევ ვამბობ, რომ არა მხოლოდ და მხოლოდ სიაში გადასვლის მიზნით, არამედ ისედაც შეიძლება, მოხდეს ცვლილება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.