„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, უსაფრთხოები სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში ,,ცხელი საათები ელოდება“.
ვახტანგ გომელაურის პარლამენტში დღეისთვის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ მათ ექნებათ ძალიან ბევრი კითხვა.
"ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი კითხვა, რომელსაც დავსვამთ. ეს ეხება პირადი კადრების გამოყენებით ოპონენტების შანტაჟს, რუსთავი 2-ის გენერეალური დირექტორის მიმართ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და ცნობილი ჟურნალისტების მიმართ.. ამ საქმეებზე არანაირი რეალური გამოძიება არ მიმდინარეობს, ამიტომ ეს ადასტურებს ეჭვს, რომ თავად ეს სამსახური იყო ჩართული ამ საქმეებში. კითხვები გვექნება ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ გართულებულ ვითარებას. ამიტომ ცხელი საათები ელოდება ბატონ გომელაურს”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.