პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ სუს-ის ხელმძღვანელთან ე.წ. რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით კითხვები მასაც ექნება.
ვახტანგ გომელაურის პარლამენტში დღეისთვის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ყველანაირ ინსტრუმენტს იყენებს,
„ეს რეალობაა, რომ რუსეთი ყველანაირ ინსტრუმენტს იყენებს, მაგრამ რუსეთი ბევრ სხვა რამესაც მოინდომებს, მთავარია, რომ ჩვენი სიმტკიცე იმ რეფორმებთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით შევინარჩუნოთ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს. ეს მხოლოდ დღევანდელ მთავრობას არ ეხება. ჩვენ ეს გზა დიდი ხანია არჩეული გვაქვს. მგონია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ რაც არ უნდა გააკეთოს, ეს იქნება რბილი ძალა თუ სხვა რომელიმე ინსტრუმენტის გამოყენება, ამ გზას არ გადავუხვევთ“, - აცხადებს ჯაფარიძე.