"რუსები არასდროს მოქცეულან ცივილიზებულად", - ამის შესახებ ნიუ-იორკ ტაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი რეჟისორი ოთარ იოსელიანი საუბრობს.
"საქართველო ყოველთვის მტრების გარემოცვაში იყო და ჩემი ხალი ნამუშვეარიც მუდმივი შემოსევების შესახებ მოგვითხრობს. რუსეთის შემოსევებმა გაანადგურა ბალტიისპირეთი, განსაკუთრებით დრამატული კი ეს საქართველოსთვისაა.
რუსები არასროს მოქცეულან ცივილიზებულად. ისინი არ ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას", - აცხადებს რეჟისორი.
მისივე თქმით, პუტუნის, მედვედევის, ბრეჟნევის, სტალინისა და ლენინის მსგავსი მეზობლების გვერდით ცხოვრება კოშმარს ჰგავს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ქართველებს რუსები მაინც არ სძულთ.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა რამდენიმე დღის წინ კანში ახალი ფილმი "შანტრაბა" წარადგინა.