პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ არჩევნების თარიღის გამოცხადების საკითხთ დაკავშირებით განაცხადა, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ არსებობს.
“ეს საკითხი არის ამ ორი თანამდებობის პირის პრეროგატივა და კონსულტაციები ამ თემაზე ალბათ გაიმართება. ჩვენ აქ შეკრებილები არ ვართ, რომ ეს კონსულტაციები განვიხილოთ, თუმცა რა თქმა უნდა მოსაზრებებს მოვისმენთ. პრეზიდენტს არ ეხება ეს არჩევნები, ეს არჩევნები ეხება პოლიტიკურ ძალებს, ამომრჩეველს და ჩვენ. ყველამ ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ორი რამ, დროულად ვიცოდეთ თარიღი და დროულად ჩამოვაყალიბოთ ის საარჩევნო წესები, რომელი წესებითაც უნდა იმოქმედოს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა" - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე და ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ოპოზიციური პარტიის წევრებს ხვდებიან. შეხვედრაზე საარჩევნო სისტემაზე და საარჩევნო გარემო გაუმჯობესებაზე მსჯელობენ.