„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი გიორგი ვასაძის მიერ ენმ-ის დატოვებას აფასებს და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მომავალი არ აქვს.
„შეფასებები ზედმეტია. „ნაციონალურ მოძრაობას“ "ბრწყინვალე" სახეები ტოვებენ. რეალურად ამ პარტიას პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია. ხალხმა კარგად დაინახა, თუ რისი შემოქმედები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნისას და შემდეგ, ოპოზიციაში“,-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა და ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ენმ-ს, პარტიაში აცხადბენ, რომ გიორგი ვაშაძე საარჩევნო სიის პირველ ათეულში ვერ მოხვდა და ამის გამო მიიღო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება.