ეკა ბესელია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენისას კითხვები სახელმწიფო საიდუმლო თემებს შეეხება, ის ამაზე ღია ეთერში ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, ანგარიში, რომელიც სუს-მა პარლამენტს წარუდგინა, საჯაროა, მაგრამ გომელაური ჯაშუშების თემასა და გარე საფრთხეებზე პირდაპირ ეთერში ვერ ისაუბრებს - "თუ კითხვები ანგარიშის ფარგლებში იქნება, რა თქმა უნდა, პარლამენტის სხდომა საჯარო იქნება", - განმარტა ბესელიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა დახურულ ფორმატში წარიმართოს.
ვახტანგ გომელაური პარლამენტს 30 მარტს ეწვია, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, მისი მოსმენა ვერ მოხდა.