საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარეობა დიდი მიღწევაა ქვეყნისთვის. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა საფრანგეთი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ, საქართველო ჩაანაცვლებს.
,,ეს არის აღიარება იმ რეფორმებისა, ღია მმართველობის კუთხით, რომელსაც საქართველო ატარებს. თავმჯდომარე ქვეყანა გახდა საფრანგეთი, ჩვენ ვართ თანათავმჯდომარე. ერთი წლის შემდეგ საქართველო გახდება თავმჯდომარე, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი მიღწევაა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოში ორი საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა.