დღეს, 22 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის პროფკავშირების კულტურის ცენტრში გაიმართება ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, "მთიების~ 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი.
ღონისძიებაზე შესრულდება ქართული ფოლკლორული ცეკვები. მოწვეულები არიან ცნობილი ქართველი ქორეოგრაფები და მოცეკვავეები: ფრიდონ სულაბერიძე, თენგიზ ურთმელიძე, ომარ მხეიძე და სხვები. საზეიმო კონცერტს დაესწრებიან "სათნოების~, "მომავლის სახლის~ და დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ანსამბლის ხელმღვანელს ანზორ გვარამაძეს დააჯილდოებენ ღირსების ორდენით.