ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაზა ბიბილაშვილის, თქმით, ხელისუფლებამ არ იცის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს.
ამის შესახებ ზაზა ბიბილაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ამ გუნდს უბრალოდ არ ჰქონდა არანაირი წარმოდგენა, როგორ მუშაობს ეკონომიკა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს. ხალხმა ბიძინა ივანიშვილი აირჩია ძალიან მარტივი მიზეზის გამო - მათ ეგონათ, რომ ყოველი ის მიღწევა, რომელიც ჩვენ ცხრა წლის განმავლობაში გვქონდა, შენარჩუნდებოდა და ამას დაემატებოდა 100 ქარხანა, 220-ლარიანი პენსია, განახევრებული გადასახადები და ამის სანდოობა გამოწვეული იყო ბიძინა ივანიშვილით,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.