,,ნაციონალური მოძრაობა" ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ფარული მიყურადება და პირადი ცხოვრება იყოს ხელშეუხებელი.
,,ჩვენ მხარს დავუჭერთ და მზად ვართ ახლავე გავიტანოთ ეს კანონპროექტი. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ”ქართული ოცნება” მის მიღებას წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ ჩვენ იმ პარლამენტში, სადაც უმრავლესობა გვექნება, მას აუცილებლად მივიღებთ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უსაფრთხოების სისტემის რეფორმასა და ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკითხის ახლებურად დარეგულირებას შეეხება, პარლამენტში სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შევა.