,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეების გარკვეული ნაწილი უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ, სახელწიფოსთან წარმოშობილი ბიზნესდავები კი ლონდონის საარბიტრაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა.
„სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც ეხება პოლიტიკოსებს, ადამიანის უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, უნდა განიხილონ უცხოელმა მოსამართლეებმა,რომლებსაც ეს ფუნქცია 10 -15 წლის ვადით უნდა გადაეცეთ, ხოლო თუ ბიზნეს დავაა სახელმწიფოსთან, ეს უნდა განიხილოს ლონდონის არბიტრაჟის წარმომადგენლობამ საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, კოსმეტიკური რეფორმები, პირიქით, აუარესებს სისტემას, რაც, დეპუტატის განმარტებით, დასტურდება სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღითაც.