საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანგულ რადიო RFI-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, შესაბამისი კითხვის პასუხად აცხადებს, რომ ქსოვა მოწევისათვის თავის დანებების მიზნით დაიწყო.
ფრანგული რადიო პოლიტიკური საკითხების გარდა სხვა თემებითაც დაინტერესდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქსოვა - მისი გასაოცარი ჰობია, მან ის მოწევისათვის თავის დანებების მიზნით, როგორც „დრამატული ძალისხმევის ნაწილი“ გამოიყენა. თუმცა, პრეზიდენტმა ასევე, გააფრთხილა სხვა მწეველები, რომ „ეს მათ ვერ დაეხმარებათ“.