ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას არსებული ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გეგმავს, თუმცა ამავე დროს არ აპირებს დატოვოს უკრაინის პოლიტიკური სივრცე. ,,რუსთავი 2“ - თან საუბარში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია ,,ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაში.
"დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ამაში საერთოდ ეჭვიც არ მეპარება. არის ორი ძალა, ერთი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე. არ არსებობს ამ ეტაპზე მესამე არაფერი. ეს მე მაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც უკრაინაში არ მივილტვი თანამდებობისკენ, მე დღეს საქართველოში არაფრისკენ არ მივილტვი. ჩემი ამოცანა არის, რომ რადგან ასე ჩამოყალიბდა ხალხის თვალში, ან ეს რუსი ოლიგარქი ან ის რასთანაც მე ვარ დაკავშირებული, მე თვითონ ვიყო ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე ოდესმე. როგორც იგეგმება და როგორც ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ეს არჩევნები ჩავამთავროთ, მოვიგოთ, მერე ჩამოვიდე, დავსხდეთ და დავეხმაროთ იმ ხალხს, იმ ჯგუფს, რომელიც გაიმარჯვებს”, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.