”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ „რესპუბლიკურ პარტიას“ კოალიციურ ბლოკში ყოფნა ხელს უშლიდა.
,,ჩვენ გავხდით ორიენტირი იმ კატეგორიის მოდერნისტი, ევროპაზე ორიენტირებული, განათლებული ადამიანებისთვის, რომლებსაც წინასაარჩევნოდ „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციურ ბლოკში ყოფნა ხელს უშლიდა, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
სენაკში პარტიის რამდენიმე წევრის მიერ პარტიის დატოვების სესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კი ბერძენიშვილმა ჟურნალისტებტან განაცხადა, რომ მათ არჩიეს, რომ უპარტიოდ გაეგრძელებინათ თანამშრომლობა.
„ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ზოგი ადამიანი გადის პარტიიდან, ზოგი - შემოდის. სენაკში პარტიის არაერთმა წევრმა დატოვა პარტია, ისინი არც თუ მთლად რიგითი წევრები არიან, გამგეობის თანამშრომლები, რწმუნებულები. მათ არჩიეს, რომ უპარტიოდ გაეგრძელებინათ თანამშრომლობა. თუ სადმე გამოჩნდება რაიმე ნიშანი წნეხისა ან ზეწოლისა საჯარო მოხელეთა მიმართ, პარტია იქნება ძალიან მკაფიო, მკვეთრი შემფასებელი და არა მარტო შემფასებელი, კონტრზომებსაც მივიღებთ. სენაკში რაიმე ასეთი სისტემური შემთხვევა არ ჩანს. პარტიის ნაწილმა დატოვა „რესპუბლიკური პარტია“ და ეს მათი უფლებაა“ , - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გააკეთა განცხადება, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას, პარტიას ადამიანები ტოვებენ, თუმცა, განსაკუთრებით ახალგაზრდების უფრო დიდი ნაწილი უერთდება რესპუბლიკელებს.