16 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში ჩატარდა მეცნიერებათა ფესტივალი — მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრის - ერთად“ ხელმძღვანელობით.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლები სხვადასხვა რეგიონებიდან და სტუ-ს მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მსმენელები. ასევე, სტუ-ს პირველი კურსის სტუდენტები.
პროექტის პირველი ნაწილი დაეთმო სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მოხსენებებს:
- ზურაბ გასიტაშვილი-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, „მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“;
- ელგუჯა მეძმარიაშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი, „ექსტრემალური ინჟინერია კოსმოსში და დედამიწაზე“;
- ვახტანგ კვარაცხელია- ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, გამოთვლითი მათემატიკა - გამოწვევები, პერსპექტივები“;
- აკაკი გიგინეიშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ფიზიკა- ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველი“;
- ლევან იმნაიშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „რატომ უნდა დავეუფლოთ კომპიუტერულ ინჟინერიას?“
- გია არაბიძე- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი, „საქართველოს ენერგეტიკა და პერსპექტივები“;
- ოლეგ ნამიჩეიშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი, „ბაზელის პრობლემა“;
- ავთანდილ ჯანჯღავა- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი, „ინფორმაციულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და ჩვენ - სტუდენტები“.
აღსანიშნავია, ასევე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის - კენეთ უოლშის მოხსენება -„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია საქართველოში”, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტების თანამშრომლობის შესახებ.
ლანჩის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სტუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები. კერძოდ, საინჟინრო ფიზიკის; ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის; ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტისა და სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები. ასევე, გაეცნენ სტუ-ს კერამიკოსთა შემოქმედებას.
პროექტი დასრულდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდიის „მოდი ნახე“ გახმაურებული სპექტაკლით - „ჰელადოს“.
აღნიშნული მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა მაღალ დონეზე და დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმართა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან. რეგიონების სკოლებთან დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.