იუსტიციის მინისტრი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ნებისმიერი თარიღისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება პარტიებისთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნისთვის. მინისტრი კანონის იმ მუხლზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც მინისტრებს, რომლებიც საარჩევნო სიებში იქნებიან, თანამდებობის დატოვება მოუწევთ.
"იუსტიციის სამინისტრო ნებისმიერ თარიღს შევხვდებით მზად. თუ ეს იქნება ივლისში კამპანიის დასაწყისი, ჩვენ ივლისიდანვე ავამუშავებთ უწყებათაშორის კომისიას, თუ ეს იქნება აგვისტო, ავამუშავებთ აგვისტოდანვე. რაც მთავარია პარტიებს ყველა პირობას შეუქმნის სახელმწიფო და მთავრობა იმისთვის, რომ მათ გამჭვირვალე პირობებში კონკურენცია შეძლონ. თუკი რომელიმე მინისტრი იქნება კანდიდატი, რა თქმა უნდა მას მოუწევს კანონის დაცვა და არც არავინ მისცემს ასეთ კანდიდატს იმის საშუალებას, რომ კანონი არ დაიცვას. ეს არის ის, რაც კანონში წერია. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, ამაზე საუბარი არ ყოფილა" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების გამოცემას მაისში აპირებს, მაშინ როცა პრემიერმა მას აღნიშნული აქტის 8 ივლისს გამოცემის თხოვნით მიმართა