არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პროკურატურამ სოხუმში დღეს მომხდარი აფეთქების ფაქტზე საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, საქმე ეხება არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის, ალმას ჯოპუას ავტომობილის აფეთქების ფაქტს..
გამოცემის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს, რომლებიც არ ხმაურდება. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ჯოპუა მანქანიდან გადმოვიდა. არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტში, მომხდარი აფეთქების გამო, რიგგარეშე სხდომა მოიწვიეს.