საქართველოსა და ირანს შორის მედიათანამშრომლობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტს ხელი შაბათს მოეწერება.
ხელშეკრულება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ამენ მეჰმად ფათარისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრის შემდეგ გაფორმდება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს გუშინ ეწვია.
საქართველოში მყოფი ირანელი ჟურნალისტები ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობას უჭერენ მხარს.