დღეს, 21 მაისს, 14:00 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ელჩი გეგა მგალობლიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის
პროცესი, ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია და სხვა აქტუალური საკითხები.
შეხვედრა გაიმართება "საინფორმაციო ცენტრში ნატო-ს შესახებ" (გუდიაშვილის ქ. # 7).