დღეს, 21 მაისს, 15:00 საათზე, მოძრაობა "შეცვალე" თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც მოძრაობის წევრებმა "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, აქციაზე ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, 30 მაისს დაგეგმილ თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.
"ჩვენი მიზანია საზოგადოებას მოვუწოდთ, რომ გიგი უგულავას გარდა ნებისმიერ კანდიდატს მისცენ ხმა", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.