დღეს, 21 მაისს, უკრაინის ქართული სათვისტომოები რუსეთში მცხოვრები ქართველი ოლიგარქის ალექსანდრე ებრალიძის წინააღმდეგ გამოვლენ. ისინი პროტესტს ებრალიძის მიერ აპრილში გამართულ ფორუმს ფორუმითვე გამოუცხადებენ.
ფორუმში 26 ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
საუბრის მთავარი თემა ებრალიძის მიერ გამართული ფორუმი და ბოლო პერიოდში ქართველი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მოსკოვში გახშირებული ვიზიტები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იქნება.
ფორუმზე ეროვნულ-საზოგადოებრივი ორგანიზაცია "გეორგია" ჩამოყალიბდება, რომლის მიზანი საქართველოს მხარდასაჭერად ქართული დიასპორის კონსოლიდაცია იქნება.