NDI -ის გარეშეც შემიძლია პირველი ხუთეული დაგისახელოთ, რომლითაც გაუუარესდა პირობები ყველას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ დღეს გამოქვეყნებული კვლევების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით,
,,NDI -ის მოყვება შლეიფი უნდობლობის”.
,,რაც შეეხება სოციალურ თემებს, ნებისმიერი გამოკითხვის გარეშე შემიძლია პირველი ხუთეული დაგისახელოთ, რომელიც ჩამოყალიბებულია და გაუუარესდა პირობები ყველას, დაწყებული სიღარიბის დონეზე მყოფი ადამიანებით, დამთავრებული შეძლებულ ადამიანებამდე, ვინც ბიზნეს აკეთებს და ექსპორტზე და იმპორტზეა დამოკიდებული. საკმაოდ გართულდა მდგომარეობა, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ურთულესი ვითარება შეიქმნა. დასაქმების ზრდა არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე ვითარებამ შექმნა ასეთი რთული სოციალური ფონი, მათ შორის საქართველოში. საქართველოს ხელისუფლება ვერ დაამშვიდეს საზოგადოებას იმით, რომ იგივე მდგომარეობა და უფრო რთული ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომელსაც მეტი რესურსი აქვს - მაგალითად უკრაინაში, რუსეთში, თურქეთშიც მძიმე ვითარებაა. მე ვიფქრობ, რომ ტენდენციები მაინც პოზიტიურია”, - განაცხადა ვოლსკიმ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.