რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თუ რუსეთი შეწყვეტს სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის შეიარაღების მიწოდებას, მოსკოვს სხვა ქვეყნები ჩაანაცვლებენ. მისი თქმით, შესაბამისად, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გარდაუვალია, - ეს განცხადება
,,რომ წარმოიდგინოთ ვითარება, როდესაც რუსეთი ამ როლიდან გადის, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადგილი ცარიელი არ დარჩება“, - განაცხადა მედვედევმა.
2010-2014 წლებში მოსკოვმა და ბაქომ არაერთი კონტრაქტი გააფორმეს ვერტმფრენების, საზენიტო სარაკეტო სისტემების, ტანკებისა და სხვა სახის შეიარაღების ყიდვასთან დაკავშირებით, რომელთა საერთო ღირებულებამ დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი შეადგინა. სომხეთმა კი მხოლოდ 2013 წელს 16 მილიონ დოლარად რუსული იარაღი იყიდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს რუსეთს, არ მიყიდოს იარაღი აზერბაიჯანს. ოვიკ აბრამაინის განცხადებით, სომეხი ხალხი მტკივნეულად აღიქვამს იმ ფაქტს, რომ მათი სტრატეგიული პარტნიორი ბაქოს იარაღს აწვდის, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს მოსკოვის შიდა საქმე და გადაწყვეტილებაა.
პარალელურად სომხეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს ცნობას, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობამ წინა დღეებთან შედარებით იკლო, ოფიციალური ბაქო კი ერევანს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგემ მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 125–ჯერ გახსნა.