სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ტერიტორიული პრეტენზიები პირისპირ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უნდა განიხილონ. ამის შესახებ გამოცემა Axios წერს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის ლიდერი „რეალისტი“ უნდა იყოს.
Axios წერს, რომ უსაფრთხოების გარანტიები თეთრ სახლში ტრამპის, ზელენსკის და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო.
ამავდროულად, აშშ და ევროკავშირი აღიარებენ, რომ პუტინისთვის ყველაზე რთული იქნება უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცებიდ განლაგებაზე დათანხმება, ხოლო ზელენსკისთვის - შესაძლო ტერიტორიული დათმობების საკითხი.
გარდა ამისა, გამოცემის წყარო ირწმუნება, რომ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს პუტინმა დაუშვა უკრაინისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების იდეა, მაგრამ შესთავაზა გარანტთა სიაში ჩინეთის ჩართვა.