ევროპარლამენტი რუსეთის ფედერაციისგან საოკუპაციო ჯარების 2008 წლის აგვისტოს ომადე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ევროპარალამენტი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მხარდაჭერას. ასევე რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს პატივი სცეს 6-პუნქტიან შეთანხმებას და ჯარები 2008 წლის აგვისტოს ომამდე პოზიციებს დაუბრუნოს", - ნათქვამია რეზოლუციაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამეტში დღეს საქართველო-რუსეთის საკითხი განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი პირველად არის ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიებული.