მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გურამ ხოზრევანიძე ხელისუფლებას ბიზნესის დატერორებაში ადანაშაულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ნოღაიდელის პარტიიდან აცნობეს, ბათუმში ბოლო დროს ობიექტების დალუქული და დახურული გახშირდა.
მისი განცხადებით, ბიზნესის დატერორებას აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი ტაბაღუა ხელმძღვანელობს, რომელსაც ამ საქმეში "ტოლს არ უდებენ" მისი მოადგილე შოთა წულაძე და საბაჟო გაფორმების უფროსი გიორგი მახარობლიშვილი.
"ეტყობა, მათ ცენტრალური ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ მიიღეს მითითება, რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ ბიზნესიდან. 15 მაისს კი იქამდე მივიდა ამ ხალხის თავხედობა, რომ შემოსავლების სამსახურის საგამომძიებო სამსახურის ოპერატიულმა მუშაკებმა, ჟორჟოლიანმა და ტალიკაძემ, დაკითხვის დროს, კაცი მაკრატლით დაჭრეს", _ განაცხადა ბათუმის ორგანიზაციის ლიდერმა და აქვე პროკურატურას აღნიშნული ფაქტის გამოძება მოსთხოვა.