“დავით უსუფაშვილი მაღალი დონის პროფესიონალია და ჩემთვის ავტორიტეტია, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს, - განაცხადა 2030-ში უმრავლეობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ.
”დავით უსუფაშვილი მაღალი დონის პროფესიონალია და ჩემთვის ავტორიტეტია, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს. თუ კამათი და უთანხმოება მიღწეულ შეთანხმებასთან ერთად გამოვა გარეთ, ეს არათუ ცუდი, არამედ პირიქით, ძალიან კარგია. არა მგონია, იმ კანონპროექტებს, რომლებზეც უკვე შეთანხმებულები ვართ, რამე საფრთხე დაემუქროს. თუ ახალი თემები შემოვა და წინასაარჩევნოდ ვიკამათებთ, ეს უფრო ზუსტს გახდის იმ პოლიტიკურ სასწორს, რომელზე შედგომაც ყველას მოგვიწევს”- აღნიშნა გია ვოლსკიმ.