,,რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრა „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობებიდან გადაყენებას ეხებოდეს.
მისი თქმით, მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის იმდენად, რამდენადაც „რესპუბლიკელებმა“ ამის შესახებ არაფერი არ იციან.
„შეიძლება ვინმემ რაიმე იცის, მაგრამ მე არ ვიცი და ძალიან მსხვილმა „რესპუბლიკელებმა“ არ იციან. არ მგონია, რაიმე უჩვენოდ ხდებოდეს“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.