„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ,,დღეს კოალიცია არსებობს, მაგრამ არ არსებობს“.
,,ის რაც დღეს კოალიციაში ხდება, არის კიდევ ერთი მორიგი აბსურდი. რეალურად ჩვენ ვიღებთ კოალიციას, რომელიც არსებობს, მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს. საპარლამენტო ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღება ისედაც გაჭიანურებული იყო, ახლა საერთოდ შეიძლება სტაგნირებული პარლამენტი მივიღოთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, სხვადასხვა სუბიექტების მხრიდან ახლა გამოჩნდება, რომ ისინი რეალურად ოპოზიციაში არიან.
„ჩვენ დავინახავთ ამ სუბიექტების მხრიდან, ისინი რეალურად ოპოზიციაში არიან, შეუძლიათ საღი აზრის გამოხატვა და ის, რომ არ დაემორჩილონ უმრავლესობას თუ უბრალოდ მორიგ ფარსს სთავაზობენ საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.