,, სამწუხაროა, როცა EPP-ს პრეზიდენტი დაწერილ ტექსტს გვიკითხავს და ჩემთვის სრულიად გაუგებარ ამბებს აკავშირებს ერთმანეთთან", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა სახალხო პარტიის თავმჯდომარის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"ეს არის სახალხო პარტიის თავმჯდომარის განცხადება და ის პრინციპულად განსხვავდება იმ განწყობებიდან, რაც ჩვენ ვიცით სხვადასხვა ქვეყანაში ამ პარტიის წარმომადგენლებისგან. სამწუხაროა, რომ ასეთი განცხადებები კეთდება, აბსოლუტურად მიკერძოებული და არანაირ კავშირში მყოფი რეალობასთან და საქმესთან“, - აღნიშნა მინისტრმა
მინისტრის თქმით, EPP-ს პრეზიდენტის პოლიტიკური არჩევანია ის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მეგობრებს უჭერს მხარს, მაგრამ, მისივე თქმით, მთავარია, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში კენჭისყრას "მოიგებს".
,რუსთავი 2“ - თან ინტერვიუში EPP-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის მომხრეა. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომ შეძლონ საზღვარგარეთ სწავლა და მიეცეთ შესაძლებლობა იყვნენ გახსნილი სხვებთან. მაგრამ შევახსენებდი ქართველებს, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა იყო, რომელმაც დაიწყო და წინ წასწია მთელი სამუშაო ვიზალიბერალიზაციასა და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეზე, რაც ხალხს ავიწყდება. ეს ახალი სტატუსი თანმდევი უნდა იყოს ნამდვილ და დამტკიცებულ რეფორმებთან ქვეყანაში. საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიულ საზოგადოებად არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ მის წინ და მის შემდგომაც. ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით".