თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ნებისმიერი მინისტრი პოსტიდან მიდის პრემიერის გადაწყვეტილებით. ამის შესახებ მან თანამდებობიდან სავარაუდო გადადგომის შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
"მე რეზერვის კონცეფციაზე სასაუბროდ მოვედი, ამის შემდეგ ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გეპატიჟებით წვრთნების დასრულებაზე. ჩვენ გვაქვს გაწერილი საკმაოდ გრძელი გეგმები და ამ წუთიერ გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის", - დასძინა თინა ხიდაშელმა.