“ქვეყნის პოლიტიკური სიჯანსაღისთვის სჯობს, არჩევნებში ყველა პარტიამ დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა და ევროპის პოლიტიკური ცხოვრების წესს მივუახლოვდეთ, - განაცხადა გადაცემა 2030-ში ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, გადაწყვეტილება კოალიციასთან შეთანხმების შემდეგ გახმოვანებულიყო, რომ მოსახლეობას გულთმისნობა არ დასჭირვებოდა.
“ქვეყნისთვის მომგებიანი კოალიციის დაშლაა, რათა მომავალმა პარლამენტმა საზოგადოების პრიორიტეტები რეალურად ასახოს. პარლამენტი საზოგადოებრივი განწყობების პოლიტიკური სახეა. არა მგონია, რესპუბლიკელების გასვლით ივანიშვილის სახელზე აწყობილმა პარტიამ დიდი დანაკარგი მიიღოს, რადგან ივანიშვილი ისევ “ქართული ოცნების” გვერდით დგას. დღეს “რესპუბლიკური პარტია” “ქართულ ოცნებასაა” ამოფარებული და დამოუკიდებელ მოქმედებას და საზოგადოებისთვის თავისი პოზიციის შეთავაზებას რაც უფრო მალე დაიწყებს, მით უკეთესი.” -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.