საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ,,რესპუბლიკელი“ დავით უსუფაშვილი, მის პარტიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, კოალიციისა და და თანამდებობების დატოვების თაობაზე, სოციალური ქსელის მეშვეობისთ ეხმაურება:
,,რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი», - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ,,რესპუბლიკელები“ დღეს კოალიციაში დარჩენასთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებენ. ვრცელდება ინფორმაცია ასევე, იმასთან დაკავშირებით, რომ ,,რესპუბლიკელები“ მიმდინარე კვირას თანამდებობებსაც დატოვებენ.