ხვალ, 21 მაისს "მოძრაობა სოლიდარობა პოლიტპატიმრებს" თეატრალიზებული მანიფესტაციას გამართავს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"აქციის მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ. ვიცით, რომ 26 მაისთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოებია დაგეგმილი, ამიტომ იმედი გვაქვს 21 მაისს რეპეტიციას არ დაამთხვევენ და პროცესების ხელოვნურად პროვოცირებისგან თავს შეიკავებენ. ამავე დროს მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც აქციაზე მოვა აქციის მიმდინარეობის დროს ყოველგვარი იმპროვიზაცია და თვითშემოქმედება გამორიცხოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისვე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან უზენაეს სასამრთლოსკენ მსვლელობას მოწყობენ.
ამასრათ, ბესელიას განმარტებით მოძრაობა აქციის შემდეგ ერთკვირიან ტაიმაუტს გამოცხადებს და არჩევნების ჩატარებამდე აქციებს აღარ გამართვას.