„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიაში სავარაუდოდ, 2030-ის წარმომადგენლებიც მოხვდებიან.
ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის მიზანშეწონილი არცერთი სახელის და გვარის დაკონკრეტება, ამისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ გუნდის გაძლიერება იმ სფეროებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მართებს პარლამენტს, სადაც განსაკუთრებით საჭიროა საპარლამენტო მნიშვნელობის გაძლიერება. ეს არის სწორედ კანონშემოქმედებითი სფერო, ეს არის ეკონომიკის სფერო და საგარეო ურთიერთობების სფერო. ეს არის სამი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთბთ. 2030-ში წარმოდგენილი არიან კვალიფიციური ადამიანები, აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საზოგადოების წევრებიც აღმოჩდნენ ჩვენს სიაში”, - განაცხადა კობახიძმ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საოლქო ორგანიზაციების კონფერენციისას, სადაც დღეს, დედაქალაქის ხუთი საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აირჩიეს.
კობახიძის თქმით, კონფერენციების დასრულების შემდეგ პარტია აქტიურ პარტიულ სამუშაო რეჟიმზე გადავა. მისივე ინფორმაციით, პარტიის ყრილობა აპრილში გაიმართება.