,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა. ყოფილი პრემიერის პარტიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას კალაძემ აღნიშნა, რომ არანაირი განხილვა ყოფილი პრემიერის საარჩევნო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
„არ არის სიმართლე, რომ ეს საკითხი განიხილებოდა გუნდში. პრემიერთან არანაირი საუბარი, არანაირი განხილვა არ ყოფილა ამ თემასთან დაკავშირებით. ამაზე გუნდში საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება.